საქართველოს საპატრიარქო მკვეთრად ემიჯნება დონეცკის მიმართულებით, რუსეთის მხარეს მებრძოლი სამხედრო დანაყოფისთვის წმინდა ბერ გაბრიელის (ურგებაძე) სახელის დარქმევის ფაქტს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მიღებული ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია, ხოლო წმინდანის სახელის სამხედრო მოქმედებების გამართლებისთვის გამოყენება მიკერძოებულ სპეკულაციას წარმოადგენს. საპატრიარქოში შეშფოთება გამოთქვეს იმის გამოც, რომ ინიციატივას მხარს რუსული ეკლესიის ცალკეული სასულიერო პირებიც უჭერენ.
