logo
ENG



დრონების გამო ზელენსკის თვითმფრინავის მოლდოვიდან გაფრენა შეფერხდა

10 სექ 202611:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/10/j5pag86j9gw1z1i.png

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის მოლდოვიდან გაფრენა შეფერხდა, რისი მიზეზიც უპილოტო საფრენი აპარატების გამო ქვეყნის საჰაერო სივრცის დროებითი ჩაკეტვა გახდა.

მოლდოვის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ბორტს აფრენის ნებართვა მას შემდეგ მიეცა, რაც დადასტურდა, რომ რუსული დრონი მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხოლო კიდევ ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში გადაინაცვლა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს თქმით, ზელენსკის თვითმფრინავს აფრენისას დრონი ოდნავ ასცდა.


close დახურვა