logo
ENG



ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერა

10 სექ 202617:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/10/egfn3426vloa3nx.png

ირანმა დროებით შეაჩერა 10%-იანი მოსაკრებლის აკრეფა უცხოურ გემებზე, რომლებსაც ნავთობი, გაზი და ნავთობპროდუქტები გადააქვთ. ამის შესახებ ნახევრად ოფიციალური სააგენტო Fars-ი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ირანის პრეზიდენტის მოადგილემ სამართლებრივ საკითხებში, მაჯიდ ანსარიმ, ქვეყნის ეროვნულ გაზის კომპანიას მოსაკრებლის ამოღების შეჩერება დაავალა - ვიდრე მთავრობა არ დაამტკიცებს და გამოაქვეყნებს იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რომელზეც ეს საგადასახადო რეგულაცია გავრცელდება.

Fars-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეამციროს ენერგომატარებლების გადაზიდვის ხარჯები და გაზარდოს უცხოური საზღვაო კომპანიების დაინტერესება ირანიდან ან ირანის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვით.

ეს ნაბიჯი ირანმა აშშ-ის მიერ საზღვაო ნავთობის ექსპორტზე დაწესებული ბლოკადის ფონზე გადადგა, რამაც ქვეყნის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეაფერხა.


close დახურვა