logo
ENG



ტრამპი ამერიკელებს არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში 5000 დოლარს ჰპირდება

10 სექ 202618:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/10/kiqyu56w8l56f33.png

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესის ორთავე პალატაში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული სრულწლოვანი ამერიკელი 5,000 დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპს ინიციატივის დაფინანსების კონკრეტულ მექანიზმებზე არ ისაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ თანხა აშშ-ის შიდა ბაზარზე უნდა დაიხარჯოს. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აღნიშნული გეგმა იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფებიდან მიღებულ შემოსავლებს დაუკავშირა.

ექსპერტთა გათვლებით, აშშ-ში მცხოვრები 270 მილიონამდე სრულწლოვანი მოქალაქისთვის აღნიშნული განაცემი სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 1.3 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. დემოკრატებმა ტრამპის ინიციატივას „ცარიელი დაპირება“ უწოდეს, ხოლო ანალიტიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს პროექტის კანონიერება და რეალიზებადობა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ფასების ზრდა გრძელდება.


close დახურვა