logo
ENG



აშშ-მა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ შპიცბერგენთან რუსეთის საიდუმლო სამხედრო ოპერაცია აღკვეთეს

10 სექ 202619:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/10/o1apmxksaag19zu.png

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის სპეცსამსახურებმა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში რუსეთის საიდუმლო სამხედრო ოპერაცია აღკვეთეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები შპიცბერგენის არქიპელაგის მახლობლად ცდიდნენ ახალ ტექნოლოგიასა და ღრმაწყლოვან აპარატებს, რომლებიც წყალქვეშა კაბელების უჩუმრად და მწყობრიდან გამოყვანისთვის არის განკუთვნილი.

ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წყალქვეშა კვლევების მთავარი სამმართველოს (ГУГИ) გემები და წყალქვეშა ნავები დროულად აღმოაჩინეს, რის შედეგადაც რუსულმა მხარემ ტერიტორია ინფრასტრუქტურის დაზიანების გარეშე დატოვა. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ტურე სანდვიკის განცხადებით, მოკავშირეთა ერთობლივმა მოქმედებამ მოსკოვს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ფარული დივერსიული ოპერაციების ჩატარებას ვერ შეძლებს.


close დახურვა