logo
ENG



იემენში ჰუსიტებმა წითელი ზღვის სტრატეგიული ქალაქი მოხა დაიკავეს და პოზიციები განამტკიცეს

10 სექ 202620:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/10/1ylikghh5rnwypw.png

ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე სტრატეგიული ქალაქი მოხა დაიკავა. იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ინფორმაციის მინისტრმა CNN-თან დაადასტურა, რომ ამბოხებულებმა კონტროლი დაამყარეს მნიშვნელოვან სანაპირო პოზიციაზე, რაც თეირანს ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ საკვანძო საზღვაო გზაზე გავლენის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.

მომხდარმა გლობალურ ნაოსნობასა და საერთაშორისო ვაჭრობაზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის გამო მსოფლიოში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

ქალაქი მოხა ბაბ-ელ-მანდების სრუტის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც აზიასა და ევროპას სუეცის არხის გავლით აკავშირებს და სუეცისკენ მიმავალ მთავარ კარიბჭეს წარმოადგენს.

აღნიშნული საზღვაო დერეფნით ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობი და აუცილებელი ტვირთი გადაადგილდება. მოვლენების ასეთი განვითარება ემთხვევა აშშ-სა და ირანს შორის რეგიონული დაძაბულობის ესკალაციას, რაც თეირანის მხრიდან სამხედრო მოქმედებების გააქტიურების მუქარასა და ვაშინგტონის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადას უკავშირდება.


close დახურვა