უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ ქართული სამოხალისო-სამხედრო დანაყოფის ჩამოყალიბების ინიციატივა შეაფასა.
მამულაშვილის განცხადებით, ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების დირექტივას ასრულებს, ხოლო მისი, როგორც სამხედრო პირის ღირებულება ნულის ტოლია.
„ქართული ლეგიონის“ მეთაურის თქმით, ფარცხალაძე შეეცდება რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს, თუმცა რეალურად ეს იქნება სადეზინფორმაციო პროექტი, რომელიც ძირითადად რუსებით დაკომპლექტდება. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის მხარეს მებრძოლი ძალიან ცოტა ქართველი შეხვედრია და ისინიც დაღუპულები არიან, შესაბამისად, აღნიშნული წამოწყების წარმატება ნაკლებად სავარაუდოა.
