logo
ENG



დრონებმა სარატოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და „ოზონის“ ცენტრი დააზიანეს

11 სექ 202610:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/11/o5o9ijlvw8ces8t.png

რუსეთის სარატოვის ოლქში დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და კომპანია „ოზონის“ ლოგისტიკურ ცენტრში.

უკრაინული „პრავდა“ მონიტორინგის ჯგუფებს, სარატოვის ოლქის გუბერნატორსა და „ოზონის“ პრესსამსახურს ეყრდნობა. გუბერნატორის განცხადებით, რეგიონში დრონების საფრთხის გამო საგანგებო სამსახურები სრულ მზადყოფნაში იყვნენ.

„ოზონის“ ინფორმაციით, დრონების იერიში ლოგისტიკურ ცენტრსა და გადაზიდვის ჰაბზე განხორციელდა. თანამშრომლების ევაკუაცია ოპერატიულად მოხდა. კომპანიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, თუმცა ადგილზე ხანძარი გაჩნდა და საგანგებო სამსახურები მუშაობენ.


close დახურვა