logo
ENG



რუსეთმა პოლონეთის საზღვართან, 2 კმ-ში, სამგზავრო მატარებელს დაარტყა

13 სექ 202615:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/13/13phnb48gl5oo9y.png

უკრაინის ვოლინის ოლქში, პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში, რუსულმა ძალებმა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი დააზიანეს.

უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებლის შემადგენლობა საფრთხის შესახებ დროულად გააფრთხილეს.

12 სექტემბერს რუსულმა ძალებმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ლუცკსა და ფასტოვშიც დაარტყეს. ვოლინის ოლქში, პოლონეთის საზღვარზე მდებარე „იაგოდინის“ გამშვებ პუნქტთან კი დაზიანდა ავტოგასამართი სადგური და რამდენიმე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.


close დახურვა