logo
ENG



ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

14 სექ 202619:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/14/kzn2v1lhwbddfsq.jpeg

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუკა ეხვაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს საგარეო საკითხებში.

ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი.

ლუკა ეხვაია იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი.


close დახურვა