Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა შვიდი დღით, 22 სექტემბრამდე, გაახანგრძლივეს. სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ კი მოლაპარაკებები გრძელდება.
ევროკავშირის ირლანდიის თავმჯდომარეობის წარმომადგენელის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას ხელს უშლის რუსი მილიარდერის, ალისერ უსმანოვის, სანქცირებული პირების სიიდან ამოღების საკითხი. ევროკავშირის დიპლომატების განცხადებით, საფრანგეთი შეუერთდა სლოვაკეთს და უსმანოვის სიიდან ამოღებას ითხოვს, რასაც ისინი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით ასაბუთებენ
სანქციების მოქმედების ვადა, რომელიც ათასობით კომპანიას და ფიზიკურ პირს მოიცავს და აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს, 15 სექტემბერს იწურებოდა.
