logo
ENG



სოფიო სიგუას თქმით ყოფილი ქმარი მას სასამართლოში უჩივის და პატიმრობით ემუქრება

15 სექ 202612:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/15/y9us8d1txdezyhv.png

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მეუღლე სოფიო სიგუა აცხადებს, რომ ქმარი სასამართლოში მორიგი საჩივრით უჩივის და 11-წლიანი პატიმრობით ემუქრება. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ პოსტში 3 შვილის დედა აღნიშნავს, რომ იოსებ სიგუას თვეებია შვილები არ ენახა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ყალბი ფოტოებით ცდილობს.

მისივე თქმით, ეს ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან პირველი საჩივარი არ არის და ყოფილი მეუღლე მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აქტიურად აგრძელებს.

„ვისაც გჯერათ მატყუარა სიგუას სპექტაკლების, უკვე მერამდენე საჩივარი შემომიგდო იოსებ სიგუამ, თვლაში ავირიე! კაცს, რომელსაც 4 თვეა შვილები არ უნახავს და ამბობს, რომ მოწმეები არიან ჩემი შვილები და ვერ ვნახავო!!! და ChatGPT გაკეთებული ფოტოებით ატყუებს ხალხს რომ თითქოს ბავშვებთან ერთადაა! დღეს, კიდევ მორიგი საჩივარი მომივიდა იოსებ სიგუასი, რომელიც 3 შვილის დედას სასამართლოში უჩივის და 11 წლიანი პატიმრობით მემუქრება",- წერს სიგუა.

 


close დახურვა