logo
ENG



სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

15 სექ 202616:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/15/z6z7cbuji7x83hv.png

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში 21 სექტემბრიდან შეწყდება. ტურისტულ კომპანია Georgia Holiday-ში ადასტურებენ, რომ სანქცირებული ავიაგადამზიდავები საქართველოს მიმართულებით ბოლო რეისებს 20 სექტემბერს შეასრულებენ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით იმოქმედებს და აშშ-ისა და ევროკავშირის სასანქციო მექანიზმებს გაითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 8 სექტემბერს ირანის საავიაციო სექტორთან დაკავშირებულ 36 სუბიექტს დაუწესა შეზღუდვები, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებიც რეისებს საქართველოს მიმართულებითაც ახორციელებდნენ.


close დახურვა