logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი "კოალიცია ცვლილებისთვის" წერილს

15 სექ 202616:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/15/huwkye4flkhvo1m.png

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "კოალიცია ცვლილებისთვის" წერილს უგზავნის.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის წერილი მათ მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოა და ის სირიის ყოფილი ხელისუფლების მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების აღიარების საკითხს ეხება.

გვარამიას თქმით, წერილში ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგული.

"იგი გვიდასტურებს პატივისცემას ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობისადმი. მადლობას გვიხდის წერილისათვის და პირობას გვაძლევს, რომ არც ერთი მოლაპარაკება სირიასთან, ევროკავშირის მხრიდან მათი დახმარების თვალსაზრისით არ იქნება იმგვარად წარმართული, რომ არ იქნეს ე.წ აფხაზეთის საკითხის უკან წაღება", - თქვა გვარამიამ.

"კოალიაცია ცვლილებებისთვის" წევრებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი მიწერეს, რომელშიც სთხოვეს, რომ სირიასთან მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი მთავარი თემა ყოფილიყო, სირიის ყოფილი ხელისუფლების მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება.


close დახურვა