სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლისას.
მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით არის გათვალისწინებული და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
