logo
ENG



რატომ ხდება ინფორმირებული არჩევანი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა?

17 სექ 202614:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/17/6ldc11iy0y7x5ax.jpg

ხელოვნური ინტელექტი, კრეატივი და შემოქმედება - Ad Black Sea 2026-ის მთავარი გზავნილები

10-12 სექტემბერს ბათუმმა კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალს - Ad Black Sea 2026-ს უმასპინძლა. ფესტივალმა მე-10 საიუბილეო წელი აღნიშნა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოდან და მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებიდან კვლავ ერთ სივრცეში შეკრიბა.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი გზავნილი იყო ON THE EDGE: Festival of Creative Resistance. კონცეფცია კრეატივს საკუთარ ზღვარზე განიხილავს, სადაც ორიგინალური აზროვნება, მკაფიო კომუნიკაცია და შემოქმედებითი ოსტატობა, გლობალური გამოწვევების ფონზე, კულტურული და პროფესიული წინააღმდეგობის მთავარ იარაღად ყალიბდება.

10 წლის იუბილეზე ფესტივალს, რომელიც რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის მთავარ ადგილად იქცა, სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას იღრმავებენ და გლობალურ ტენდენციებს ეზიარებიან, 1 500-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი ესტუმრა; მათ შორის სააგენტოს ხელმძღვანელები, კრეატიული დირექტორები, მარკეტერები, დიზაინერები და ტექნოლოგიური ინოვატორები ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის პროგრამა ისეთ რამდენიმე მიმართულებას აერთიანებდა, როგორიცაა პანელური დისკუსიები, კონკურსი და ახალ კავშირებზე ორიენტირებული პროფესიული შეხვედრები. მთავარ სცენაზე საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის ისეთი წარმომადგენლები წარდგნენ, როგორიცაა დევიდ დროგა, სინდი გელოპი, ნატაშა ჯენი, მიჰნია გეორგიუ, კატალინ დობრე, იოჰანა იასკოვსკა, დმიტრო ზინჩენკო.

ფესტივალის პროგრამა ისეთ რამდენიმე მიმართულებას აერთიანებდა, როგორიცაა პანელური დისკუსიები, კონკურსი და ახალ კავშირებზე ორიენტირებული პროფესიული შეხვედრები. მთავარ სცენაზე საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის ისეთი წარმომადგენლები წარდგნენ, როგორიცაა დევიდ დროგა, სინდი გელოპი, ნატაშა ჯენი, მიჰნია გეორგიუ, კატალინ დობრე, იოჰანა იასკოვსკა, დმიტრო ზინჩენკო.

მათი გამოსვლები კრეატიულ ლიდერობას, დიზაინს, ტექნოლოგიას, კულტურასა და თანამედროვე საკომუნიკაციო ინდუსტრიის ცვლილებებს შეეხებოდა.

დევიდ დროგამ, რომელსაც ფესტივალის აუდიტორია განსაკუთრებული ინტერესით ელოდა, კრეატიულობის მნიშვნელობასა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა. „Creativity: Elegant Defiance” - ეს იყო მისი გამოსვლის სათაური, ხოლო მთავარი გზავნილი, ის, რომ კრეატიულობა მხოლოდ ახალი იდეების შექმნას არ გულისხმობს - ის არსებული ჩარჩოების გამოწვევისა და ცვლილების შესაძლებლობაცაა. მან ყურადღება გაამახვილა გაბედულ იდეებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია კრეატიულ მიდგომას ადამიანებსა და ბრანდებს ცვლილებების პირობებში ახალი გზების პოვნაში დაეხმაროს.

IfWeRanTheWorld-ის დამფუძნებელმა სინდი გალოპმა რეკლამის მომავალზე ისაუბრა, ხოლო Aspeya PMI-ს წარმომადგენელმა დმიტრო ზინჩენკომ არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, არამედ მის გავლენაზე თანამედროვე ბიზნესის, ბრენდებისა და კომუნიკაციის მომავლის ფორმირებაზე.

Ad Black Sea-ს წლევანდელი კონცეფცია მხოლოდ ფესტივალის სახელწოდებად, ცხადია, არ დარჩენილა. „ზღვარზე“ ყოფნის იდეა სხვადასხვა დისკუსიისა და გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ კონტექსტადაც იქცა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა პანელური დისკუსია, სახელწოდებით - „სიცხადე ინფორმაციულ ქაოსში: კომუნიკაცია და ინფორმირებული არჩევანი“, რომელმაც ბიზნესის, მედიის, კომუნიკაციისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთი საკითხის გარშემო მოუყარა თავი - როგორ უნდა მიეწოდოს ადამიანს სწრაფად ცვალებად და ინფორმაციულად გადატვირთულ გარემოში ზუსტი, გასაგები და სანდო ინფორმაცია.

დისკუსიის მთავარი კითხვა იყო, რა როლი აქვთ ამ პროცესში თავად ბიზნესებს, მედიასა და კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლებს - ახალი პროდუქტებისა და სერვისების გაჩენა თავისთავად არ ნიშნავს, რომ მათი მნიშვნელობა მომხმარებლისთვის გასაგებია. იმისათვის, რომ ინოვაციამ რეალური ღირებულება შექმნას, ადამიანს უნდა შეეძლოს მიღებული ინფორმაციის გააზრება და მის საფუძველზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

სწორედ ამიტომ, პანელზე ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, არამედ მის ხარისხზეც - რამდენად ზუსტად, დაბალანსებულად, გასაგებად და პასუხისმგებლიანად მიეწოდება ის საზოგადოებას.

დისკუსია სხვადასხვა სფეროს გამოცდილებას აერთიანებდა: პანელში წარმოდგენილი იყო ფინანსური სექტორი, კრეატიული ინდუსტრია და საერთაშორისო ბიზნესი - კერძოდ, TBC Bank-ის (სანდრო ჯავახიშვილი), Windfor’s Tbilisi-სა (მარიამ ჩხაიძე) და PMI-ის (ოლექსი კალინიჩენკო) წარმომადგენლები. განსხვავებული პროფესიული გამოცდილების გაერთიანებამ საკითხის რამდენიმე პერსპექტივიდან განხილვის შესაძლებლობა შექმნა და კიდევ ერთხელ წამოჭრა კითხვა, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციამ ინფორმაციის სიმრავლე ადამიანისთვის რეალურ ცოდნად და საბოლოოდ - ინფორმირებულ არჩევანად აქციოს.

TBC Bank-ის წარმომადგენელმა სანდრო ჯავახიშვილმა საუბრისას მთავარი აქცენტი ფინანსური პროდუქტებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მომხმარებლისთვის გასაგებად გადმოცემაზე გააკეთა. მან „ინოვაცია“ თანამედროვე ბიზნესისა და მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვად დაასახელა, თუმცა აქვე ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის ან პროდუქტის არსებობა,  ყოველთვის არ ქმნის მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებას - მაგალითისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა გაიგოს არა მხოლოდ ის, რომ სესხის აღება შეუძლია, არამედ ისიც, „როდის შეიძლება სესხი მისთვის სწორი გადაწყვეტილება იყოს და როდის - დანაზოგის გაკეთება“. ამავე კონტექსტში მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზეც და მიუთითა, რომ მარტივი ამოცანების შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლოა AI-ის დახმარება სრულად საკმარისად მიაჩნდეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, მაგალითად, ფინანსურ საკითხებში - ადამიანს ხშირად კვლავ სჭირდება კომუნიკაცია, დამატებითი ახსნა და ემოციური მხარდაჭერა.

PMI-ის წარმომადგენელმა ოლექსი კალინიჩენკომ დისკუსიაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა. მისი შეფასებით, ინფორმირებული არჩევანი მხოლოდ მომხმარებლის პასუხისმგებლობა არ არის - მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა სანდო, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე, რათა გადაწყვეტილება საკუთარი საჭიროებებისა და ხელმისაწვდომი ფაქტების გააზრებული შეფასების საფუძველზე მიიღოს. ამასთან, მან ისაუბრა ინფორმაციის რაოდენობასა და ნდობის პრობლემას შორის არსებულ პარადოქსზეც - ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას კი არა, „მისი სანდოობისა და კონტექსტის უზრუნველყოფასაც გულისხმობს“. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კომპანიებს შეეძლოთ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ხოლო თავის მხრივ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სანდო და გამჭვირვალე ინფორმაციაზე, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას.:

„საქართველოს კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა სანდო, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობები შეზღუდულია. ასეთ გარემოში ინფორმაციის დეფიციტმა ან არასრული კონტექსტით გავრცელებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მცდარი წარმოდგენების ფორმირებას, მაშინ როცა მომხმარებლები კვლავ ეძებენ პასუხებსა და განმარტებებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი მომხმარებლების რეალურ საჭიროებას - მიიღონ ფაქტებზე დაფუძნებული, გასაგები და დაბალანსებული ინფორმაცია, რომელიც მათ გააზრებული და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. საბოლოო ჯამში, ინფორმირებული არჩევანი სწორედ ინფორმირებულ ადამიანებზე მტკიცებულებებზე".

კრეატიული ინდუსტრიის პერსპექტივიდან კი Windfor’s Tbilisi-ის წარმომადგენელმა ყურადღება კომუნიკაციის ფორმაზე, ადამიანურ ქცევასა და კრეატიულობის უფრო ფართო როლზე გაამახვილა. მარიამ ჩხაიძის თქმით, კრეატიული ინდუსტრიის შესახებ ერთ-ერთი გავრცელებული წარმოდგენა ისაა, რომ მისი ფუნქცია მხოლოდ უკვე შექმნილი პროდუქტის ან იდეის რეკლამირებაა, სინამდვილეში კი, მან განმარტა, რომ კრეატიული აზროვნება გაცილებით ადრეულ ეტაპზეც ერთვება - პროდუქტის, მომსახურების ან თავად ბიზნესმოდელის შექმნის პროცესში. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ ინფორმაციის ჭარბი რაოდენობის პირობებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის ცოდნა, როდის და როგორ არის ადამიანი მზად ახალი ინფორმაციის მისაღებად.

საბოლოოდ, სამი განსხვავებული პროფესიული პერსპექტივა ერთ საერთო საკითხზე იკვეთებოდა - ინფორმირებული არჩევანი მხოლოდ ინფორმაციის არსებობას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ იქმნება, მუშავდება და მიეწოდება ეს ინფორმაცია ადამიანს.


close დახურვა