logo
ENG



გაეროს ექსპერტების თქმით აშშ-მა ირანში დარტყმებისას შესაძლოა ომის დანაშაული ჩაიდინა

18 სექ 202610:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/18/0qwsffy5mm56r86.png

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის თანახმად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში განხორციელებული ორმხრივი დარტყმებისას ომის დანაშაული ჩაიდინა. საუბარია თებერვალში ქალაქ მინაბის დაწყებით სკოლასა და ქალაქ ლამერდის სპორტულ კომპლექსზე განხორციელებულ თავდასხმებზე, რომელთაც ჯამში 177 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 120 ბავშვი ემსხვერპლა.

გაეროს ექსპერტების შეფასებით, დარტყმები განხორციელდა განუსხვავებელი ძალის გამოყენებით და მიზანმიმართულად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ვაშინგტონი ლამერდზე დარტყმას უარყოფს, ხოლო მინაბის ინციდენტზე გამოძიებას აგრძელებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო ობიექტებს მიზანმიმართულად არასდროს ესხმის თავს.

ამავე ანგარიშში გაეროს ექსპერტები ირანის ხელისუფლებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ადანაშაულებენ. დოკუმენტის თანახმად, იანვარში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დარბევისას ირანის უსაფრთხოების ძალებმა უპრეცედენტო მასშტაბის ძალა გამოიყენეს, რასაც ათასობით დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა ერთის მხრივ საკუთარი მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ხოლო მეორეს მხრივ აშშ-სა და ისრაელთან სამხედრო კონფლიქტის მძიმე შედეგებს შორის არის მოქცეული.


close დახურვა