logo
ENG



გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

18 სექ 202618:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/18/kach8r7yszsfmpx.png

შს მინისტრის მოადგილე გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის შესახებ 'ქართული ოცნების" მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 15 სექტემბრით თარიღდება.

დოკუმენტის თანახმად, დაცვის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – გელა გელაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროებიდან გასვლამდე, 2027 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად",- ნათქვამია დოკუმენტში. 

გეკა გელაძე შს მინისტრის პოსტის შემდეგ, საცხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, მან თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს დაწერა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი თამაზ ბორაშვილმა დაიკავა, გელაძე კი შს მინისტრის მოადგილეედ გადაიყვანეს. 


close დახურვა