logo
ENG



ზახაროვას თქმით, რუსებს და ქართველებს ერთმანეთი მოენატრა

19 სექ 202612:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/19/jtk3qssoa6fg2ea.png

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ეკატერინბურგში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული მარშრუტები ვითარდება და აღნიშნა, რომ რუს და ქართველ ხალხს ერთმანეთი მოენატრა.

"ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას ამ პლატფორმაზე პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა ამავდროულად, სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები აქტიურად ვითარდება. და ბოლოს, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სიტყვა "ალილუიას", რადგან ეს დიდხანს ნანატრი იყო - სავიზო შეზღუდვები მოიხსნა. ის, რაც საქართველოდან მხოლოდ ცალკეული ჯგუფებისა და დელეგაციებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებიც ამ ფორუმზე ჩამოდიოდნენ, ახლა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია. ჩვენ ყველას ველოდებით. ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა.

როგორ ხვდებიან [საქართველოში] იქ ჩვენებს, როგორ კარგ მომსახურებას სთავაზობენ. შემიძლია რუსეთზეც იგივე ვთქვა. ველით ტურისტულ ნაკადებს.

ჩვენ ბარიერები არასდროს აღგვიმართავს მათთვის, ვინც ჩვენთან მშვიდობიანად ჩამოდიოდა", - აღნიშნა ზახაროვამ. 


close დახურვა