დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
