logo
ENG



მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს

24 სექ 202613:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/24/tqbic3f3cw7sstv.png

რუსეთმა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება მოითხოვეს.

ამის შესახებ ნათქვამია შეხვედრის შემაჯამებელ პრესრელიზში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, კონსტანტინ კოჩიევის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

განცხადების თანახმად, კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, რომ თბილისი ორი რეგიონის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აფხაზეთის, ასევე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების დელიმიტაციაზე და შემდგომ დემარკაციაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განვითარებული მოვლენები და რეგიონის სახელმწიფოებში უსაფრთხოების საკითხები.


close დახურვა