უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის „პატრიოტის“ (Patriot) საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლიდერთა ბოლო შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა, რაც კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემების ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია.
საერთაშორისო მედიისა და ანალიტიკური პლატფორმების ცნობით, უკრაინული მხარე უკვე ხანგრძლივი პერიოდია ცდილობს დასავლელ პარტნიორებთან ერთად უახლესი შეიარაღების ადგილზე წარმოება უზრუნველყოს. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ეტაპზე ამერიკული ადმინისტრაცია მსგავსი ტექნოლოგიების გაზიარებისას სიფრთხილეს იჩენდა, პრეზიდენტებს შორის გამართულმა ბოლოდროინდელმა მოლაპარაკებებმა მხარეებს შორის ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევის საშუალება მისცა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Patriot-ის სისტემების კომპონენტებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემა მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობას და შეამცირებს მის დამოკიდებულებას საგარეო მომმარაგებლებზე.
