logo
ENG



არჩილ მუსელიანცის წერილი შაბათის ფორმულას - სრულად

26 სექ 202621:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/26/x05in6mv8znxj3g.jpg

სინდისის პატიმარა არჩილ მუსელიანცმა შაბათის ფორმულას წერილი მიაწოდა.

ის საპატიმროში არასათანადო პირობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 7 დღის განმავლობაში უკანონო კარანტინში ჰყავდათ გადაყვანილი.

წერილი სრულად:

,,მოგესალმებით, ესეიგი დავიწყებ პირადo გამოცდილებით, 2026 წლის 24 აგვისტოს მე უნდა გადავსულვიყავი სხვა საკანში, გავესაუბრე კორპუსის მთავარ ოფიცერს, გიორგი მახარობლიძეს სადაც მან აღნიშნა, რომ პრობლემა არ არის, გადაყვანა მოხერხდება. 40 წუთში კარები გაიღო და მე გამოვედი საკნიდან, თუმცა სხვა საკნის მაგივრად, ჩამიყვანეს კარანტინში, გზაში მე ვკითხე E კორპუსის მთავარ ოფიცერს გიორგი მახარობლიძეს თუ რატომ ჩავყავდი კარანტინში. მან აღნიშნა შემდეგი სიტყვებით: ,,ეგრე აღარ ხდება, საკნიდან საკანში’’ რაც არის სიცრულე, ასევე მან თქვა ,,ხვალ საღამოს გაგიშვებენ კორპუსზე’’ ანუ კარანტინიდან ამომიყვანებენ, რაც ასევე აღმოჩნდა სიცრუე, 30 აგვისტომდე ვიმყოფებოდი კარანტინში, 30 აგვისტოს საღამოს მე გამომიყვანეს კარანტინის საკნიდან და შემიყვანეს ოთახში სადაც იმყოფებოდა 3 პირი, იქიდან 2 პირი იყო გიორგი ხელაძე (უფროსის მოადგილე) და ვახო თუ არ ვცდები მის გვარში ჯავახიშვილია (ასევე მოადგილეა) ხელაძემ მკითხა ,,არჩილ როდემდე უნდა იყო კარანტინში?” თითქოს ჩემი ნებით ვიყო კარანტინში, მკითხა მიზეზი, თუ რატომ მინდა გადასვლა. შემიყვანეს ისევ კარანტინის საკანში, კვირა დღე იყო. 1 კვირა კარანტინში ვარ არავისთვის არ დამირეკია და მშვენივრად იცოდნენ, რომ ორშაბათს ჩემთან ადვოკატი მოვიდოდა, რადგან ჩემები გაფრთხილებული მყავს თუ არ დავრეკე ესეიგი რაღაც დამემართა. 30 წუთში კვლავ გამომიყვანეს კარანტინის საკნიდან შემიყვანეს ისევ იმ ოთახში სადაც მხოლოდ გიორგი ხელაძე იყო და დამისვა კითხვა ,,რა მოგიხერხო არჩილ?’’ ასევე მან მითხრა რომ წერას შევეშვა ანუ ციხის პრობლემებზე რომელიც მეც მეხება არ მესაუბრა საერთოდ, მე ვუთხარი მას არ შემეხონ და არ შევეხები ,,არავინ შეგეხება თუ რამე პრობლემაა მე მითხარი’’ თითქოს არ იცოდეს რა პრობლემებია თუნდაც ის, რომ 7 დღეა კარანტინში ვარ უკანონოდ, ისარგებლეს იმით, რომ ჩემი ნებით გამოვედი საკნიდან და ხელში ჩავუგდე თავი, თავიანთი ჭკუით დამსაჯეს :), ის კი არ იციან რომ რაც არ მკლავს ის მაძლიერებს, 7 დღეში 3 ჯერ დაიშალა კარანტინი ანუ პატიმრები გაანაწილეს კორპუსებზე ესეც იმიტომ, რომ ადგილები აღარ იყო კარანტინში იმდენ ხალხს იჭერენ, მართლმსაჯულება სრულად ჩამოშლილია არ იყენებენ ალტერნატიულ სასჯელს გარდა პატიმრობის, მე-4 დაშლაში მეც მიმაყოლეს. 8 სექტემბერს, მორიგე ოფიცერმა მომაწოდა კორესპოდენცია რომელიც იყო გახსნილი ანუ გაჩხრეკილი, მოვითხოე გიორგი ხელაძესთან შეხვედრა რადგან მან პირობა მომცა, პრობლემას მოაგვარებდა ოღონდ განცხადებები არ მეწერა ზემდგომებთან და არ მესაუბრა ტელევიზიებში პრობლემების შესახებ, მაგრამ გიორგი ხელაძე შვებულებაში აღმოჩნდა როგორც ოფიცერმა მითხრა, მოვითხოვე სხვა მოადგილეებთან შეხვედრა თუმცა მაგაზეც უარი მივიღე, ანუ არჩილ პრობლემებს კი მოვაგვარებთ, მაგრამ არ გვინდა, რომ პრობლემის შესახებ ვიცოდეთ, მაგრამ შენ მაინც ჩუმად იყავი, ჩაყლაპე შეურაცხყოფები.

ამის მერე 11 სექტემბერს მომაწოდა კვლავ იგივე ოფიცერმა (ლაშა ჰქვია ამ ოფიცერს გვარს არ დავწერ რადგან მეცოდება) გახსნილი კორესპოდენცია, ოღონდ მარტო გახსნილი არ იყო, წერილი იყო ამოღებული, ანუ ცენზურა დაამკვიდრეს? ისე გათავხედნენ, რომ გახსნა და ჩხრეკა - შინაარსის გაცნობა არ კმარა, ფურცლების ამოღება დაიწყეს, კვლავ მოვთხოვე მოადგილეებთან შეხვედრა, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მე ყველანაირად ვცადე მშვიდობიანად მომეგვარა აღნიშნული პირობები აფიშირების გარეშე, თუმცა უკუკავშირი ციხის ადმინისტრაციისგან ვერ დავინახე, ამიტომ კვლავ გადავწყვიტე ციხის პირობებზე ღიად მესაუბრა, რადგან პატიმრებიც ადამიანები არიან, საერთო პრობლემები ყველა პატიმარს ეხება მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

თქვენ ყოფილხართ ისეთ სარდაფში, საიდანაც ფიზიკურად ვერ გამოხვალთ და გიწევთ იქ ყოფნა, სადაც კანალიზაციიდან განავალი ამოდის? ახლა ვსაუბრობ კარანტინზე, საპირფარეშოში მილიდანაც და ნიჟარის მილიდანაც განავალი ამოდის პატარა წვიმის დროსაც, წვიმა რომ მთავრდება განავლის ვულკანიც მთავრდება. თავად ნიჟარა საპირფარეშოში არ არის, 1 ნიჟარაა და საერთო ოთახშია, საკანში. წვიმა რომ დამთავრდა ხომ არ გგონიათ, რომ სხვა საკანში გადაგვიყვანეს? არა, რადგან გადასაყვანად ადგილები არ იყო, კანალიზაციის წყალი იმ სარდაფშივე შრებოდა და ჩვენ პატიმრები ამას ვსუნთქავდით. მთელი დღე რომ გავიდა უკვე ჩვენ დავუძახეთ კარანტინის მორიგეს და ვთხოვეთ რომ სხვა მშრალ საკანში გადავეყვანეთ, რომ გაუსაძლისია აქ ყოფნა. მორიგემ უხეშად გვითხრა ,,მე რა ვქნა’’ და ასევე უხეშად და ხმაურიანად სახის წინ ახურა რკინის სარკმელი, რომ წარმოიდგინოთ, როგორი სიტუაცია იყო გეტყვით, ყველას ფეხებზე ეკიდა პატიმრები, ყველას ერთი სული ჰქონდა ცვლა გადაებარა, მხოლოდ მაშინ შეწუხდნენ, როდესაც ჩვენ საკნიდან კანალიზაციის წყალმა დერეფანში გადასხმა დაიწყო, კარების ჩარჩო 5 სანტიმეტრი იყო, წყალმა რომ გადასხმა დაიწყო მხოლოდ მაშინ შეწუხდნენ თანამშრომლები, 20 წუთი ვერ გაუძლეს, ჩვენ კი 2 დღეა 6 ადამიანი მანდ გვამყოფეს, ფართობით 40%-ით პატარაა ვიდრე 6 კაციანი საკანი. გადაგვიყვანეს სასამართლოების მოსაცდელ ოთახში ე.წ. ,,ბოქსებში’’ რადგან კარანტინი გადაჭედილია და ადგილები არ იყო. იქ ვიყავით სანამ სპეცილიზირებული ადამიანი საკანს ამშრალებდა. და ასე ხდება ყოველ წვიმის დროს, როცა კარანტინში ხარ ყველაფრის ყიდვა გეკრძალება გარდა წყლის, სიგარეტის, ასანთის და საპირფარეშო ქაღალდის. კარცერშიც იგივეა, უბრალოდ კარცერში მარტო ხარ და წიგნებიც შეიძლება, ვერ წარმოიდგენთ მაგრამ კარცერში უკეთესია ვიდრე კარანტინში, კარანტინში გდია 6 ლეიბი და 6 ბალიში რომელიც ძალიან ბინძურია, ვერ წარმოიდგენთ როგორი ბინძურია, მატყლის ლეიბია და ათასჯერ დაშარდული, ათასი ადამიან გამოვლილი, ტარაკნები ყველა ზომის, ყველა ჯიშის და ყველა სახის, ფიზიკურად ვერ დაიძინებ, ვირთხები რომლებიც საპირფარეშოდან ამოდიან-ჩადიან, ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, გაგრძნობინონ რომ შენ არ ხარ ადამიანი, რომ შენ ხარ პირუტყვი, საქონელი, რადგან კანონი დაარღვიე შენ არ ხარ საზოგადოების წევრი. კარანტინში არ შეიძლება ტანსაცმელი, დეზინფექციას არ გიტარებენ, არ გაბანავებენ, როგორც ნომერს ისე გექცევიან, შენ არ ხარ ადამიანი, როგორც საგანს ისე გამწყვდევენ. კარანტინში დასჯის მეთოდს იყენებენ ,,დეესკალაციას’’, დასჯის მიზეზი ელემენტარულია, სტრესულ მდგომარეობაში ადამიანის პროვოცირება უადვილესია, ზოგი ვერ იტანს ასეთ პირობებს და როცა ითხოვს ადამიანურ მოპყრობას, თანამშრომლების აგრესიას ღებულობს. უზრდელობას, დამცირებას, ღირსება მოყვარე ადამიანი უწევს ტონს, ეს სავსებით საკმარისია იმისთვის რომ თანამშრომლებმა დაიწყონ ღრიალი, გინება და შემდგომ უშვებენ დეესკალაციაში საწყალ პატიმარს. დეესკალაცია არის შეურაცხადი პატიმრებისთვის, შიდა სივრცე მთლიანად გადაკრულია რბილი ნაჭრით ისე რომ ადამიანმა თავი ვერ დაიზიანოს, მასიური კარები ხმის იზოლაციით და კარების გვერდზე ბრონირებული შუშა გამჭირვალე ზომით 50 სმ სიგრძე, 30 სმ სიგანე, რომ თანამშრომლებმა გიყურონ რას აკეთებ, ძირს აგდია რეზინის მყარი ლეიბი. მანდ მჯდომ პატიმარს ვიცნობ რომელმაც ეს მომიყვა, ბრონირებულ შუშიდან პერიოდულად გაბოროტებული თანამშრომლები აკაკუნებენ, ეკაიფებიან და შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ. ცდილობენ რომ დანებდე და გატყდე, სიგარეტს არ აწევინებენ, თუ შეეხვეწები 3 ღერს მოგაწევინებენ დღეში. დილის საკვებს შუადღეს აჭმევენ გაყინულს, შუადღის საღამოს, საღამოს საკვებს არ აჭმევენ. მანდ თუ მოხვდი ესეიგი როცა გამოხვალ ან პაემანი გაქვს აკრძალული 1 თვით ან დარეკვა 1 თვით ან მაღაზია ან ამანათები. ზოგადად სიტყვა ,,კარანტინი’’ გაფიქრებს სივრცეზე სადაც უმაღლეს დონეზე არის სისუფთავე, დეზინფექცია და ა.შ. დაჭერილი პატიმრები კარანტინში დეზინფექციას არ გადიან, პირიქით იქ იკიდებენ დაავადებებს. მეც იქ 7 დღე რომ გავატარე, სიცხე მომცა, კორპუსზე რომ ამომიყვანეს 2 დღე ვითხოვდი წამალს, პარაცეტამოლს, არ ვითხოვდი ექიმთან გასვლას, რადგან დრო გაიწელებოდა, ოფიცრები არ ეუბნებოდნენ ექიმს, რომ წამალი მინდა, როგორც იქნა მე-3 ცვლამ გამიყვანა ექიმთან - სიცხე გამიზომეს 38.6 მქონდა და მომცეს პარაცეტამოლი :)

ნემსზე უარი ვთქვი, ზოგადად პატიმრებს ძალიან დიდი რაოდენობის გამო კი არ ხერხდება დროული სამედიცინო მომსახურეობის მოღება, არა  ვერ ხერხდება, ძალიან ბევრი პატიმარია. კორპუს ჰყავს ექიმი რომელიც მოდის საღამოს 5-6 საათზე. ამ დროში მან უნდა ნახოს უამრავი პატიმარი ხშირ შემთხვევაში ექიმის ნახვა დაყოფილია დღეების და საათების მიხედვით ორშაბათს-ოთხშაბათს,  სამშაბათი-ხუთშაბათი, პარასკევი, დღეების და სართულების მიხედვით ორშაბათს და ოთხშაბათს მას აბარია ერთი სართულის 2 ფლიგელი 400-500 პატიმარი, იქიდან მინიმუმ 100-200 პატიმარს სურს ექიმის ნახვა, ფიზიკურად ექიმი ვერ აუდის ამხელა მასას ძალიან რთულ რეჟიმში უწევთ ექიმებს  და ექთნებს მუაობა. აქვს უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, არ არსებობს ცუდი ექიმი, არსებობს დაღლილი ექიმი. როცა ექიმი მიდის, სართულის ორივე ფლიგელზე რჩება ექთანი, 1 ექთანი ამხელა მისიის პირისპირ მთელი ღამის პერიოდში. ზოგს წნევა აქვს, ზოგს კუჭი სტკივა , ზოგს სიცხე, ზოგ სახსრები სტკივა და თითო პატიმართნ უნდა მივიდეს და მიაწოდოს ის მედიკამენტი რაც მას გააჩნია, უმეტეს შემთხვევაში პატიმართან იმიტომ არ მიდის თავის ტკივილის წამალი, რომ ცვლის მორიგეს ან ავიწყდება ან ეზარება, რომ მივიდეს და ექთანს უთხრას ამის შესახებ. ზოგჯერ ექთანსაც ავიწყდება, რომ 118 საკანში თავისტკივილის წამალი უნდა, რადგან ამ მომენტში 110 საკნიდან პატიმარს წნევას უზომავს, შემდეგ კი 112 საკნიდან პატიმარი უნდა გამოიყვანოს და სიცხე გაუზომოს. თუ პატიმარს დახმარების მოლოდინში ნერვები აეშალა და კარებს დაარტყა, რომ მას ყურადღება მიაქციონ, მაშინ მას აკიდებენ აკრძალვას, ან დარეკვის ან პაემნის და ა.შ. თუ უკმაყოფილება გამოთქვა რომ მას რაღავის აკრძალვა მისცეს, მას ისეთ რაღაცას ეტყვიან, რომ მანდვე დაიწყებს ჩხუბს, და შემდეგ დააკარცერებენ ან საკანში შემოვა და სიმწრისგან საპირფარეშოში ბრიტვით ვენებს გადაიჭრის, შემდეგ გადაუხვევენ ხელს და მანიც კარცერში გაუშვებენ და აღუძრავენ სისხლის სამართალს, თანამშრომლების 100%დან 70% არ იცის თუ როგორ უნდა ესაუბროს პატიმრებს, ტრენინგების დროს სძინავთ, ან საერთოთ გონიათ რომ ტრენინგები ტარდებოდეს?  თანამშრომლები იყოფიან ორ კატეგორიად, პირველი კარცერისა  კვალიფიცირებული თანამშრომლები, ხოლო მეორე სწრაფად აყვანილი შპანა რომლებმაც კარების გაღების და დაკეტვის მეტი, მათი ტვინი არ მუშაობს, ზუსტად ასეთი  არშემდგარი მოძვლებიჭო თანამშრომლების გამო ხდება პატიმრების 95%-ის უსამართლო მოქცევა და დასჯა. 6-7 თვის უკან აღმომაჩნდა ყელის სოკო, გამომიწერეს მედიკამენტები, რომელმაც არ მიმკურნალა თუმცა შემიჩერა, 2 თვე ვითხოვთ ყელ-ყურის ექიმს, გლდანის ციხეს 1 ყელ-ყურის ექიმი ჰყავს, როგორც იქნა შემახვედრეს ამ კაცთან, დამპირდა, რომ კვლავ გამომიწერდა მედიკამენტებს რომელიც თუ არ მიმკურნალებს, შემიჩერებს სოკოს, თუმცა 1 თვე გავიდა და მედიკამენტები არ არის. ყელის სოკოს აკიდება შესაძლებელია: ნესტიან საკანში კედლებზეც სოკო რომ არის ასეთ საკანში მუდმვად ყოფამ ასეთი საკნები აბანოს გვერდით მყოფი საკნებია, ასევე ბინძური საკვებით. 

რაც შეეხება საკვებს, რაც „ილი ჯგუფი“ გააგდეს პატიმრების კვების მომსახურეობიდან ვადაგასული აყროლებული სოსისი და ვადაგასული ჭიანი თევზი აღარ მოდის, აქ უკვე იკვეთება სასადილოს პრობლემები. (აქ პატარა შესწორება ტელევიზიებს, „პაშტეტი“ საკვებში არ არსებობს, არავინ აჭმევს პატიმრებს პაშტეტს, მაგის შეძენა მხოლოდ მაღაზიიდან არის შესაძლებელი პირადი ხარჯებით, ასე რომ ჭიანი პაშტეტი არ არსებობს, თუ არსებობს ის მაღაზიაშია, რომლის შეცვლა შესაძლებელია.) პატიმრების გადაჭარბებული რაოდენობის გამო სასადილოს თანამშრომლები ვერ აუდიან ამდენი პორციის დამზადებას, კვლავ უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო, უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, რომელიც ჭუჭყიანია, ჭიანია და უმია, (ზოგადად კარტოფილს, ყველა კერძისთვის ერთად ხარშავენ და მერე ანაწილებენ სხვადასხვა ეგრედ წოდებულ კერძებში) ხოდა თუ ერთ კერძში კარტოფილი უმია და ჭუჭყიანი ესეიგი მთელი დღის განმავლობაში, რა საკვებიც არ უნდა მოვიდეს და თუ მანდ კარტოფილია, ესეიგი ის მოუხარშავია და უმია, ასევე ჭუჭყიანია, კვლავ ლობიოში კენჭები, კვლავ ჭუჭყიანი მოხარშული წიწიბურა, ანუ ყველა ბურღულეული ეგრევე ტომრებიდან ქვაბში ყრიან თავის მტვრიანად და ხარშვისას წყალს არ უცვლიან, ამიტომაა, რომ პატიმრების უმეტესობას კუჭ-ნაწლავის პრობლემა აქვს და რაც მთავარია, ეს არის „კოტლეტი“ ვერ გაგებ რისი ხორცია, გარედან დამწვარი შიგნიდან უმი (რადგან ვერ ასწრებენ), და საშინელი სუნი რაც მაქ აქვს, თქვენ  გგონიათ, რომ სადამსჯელო დეპარტამენტი იზრუნებს - ზრუნავს პატიმრებზე? ღმერთმა არ ქნას, პატიმრები მასიურად მოვიწამლოთ ჩვენი პატრონი არავინ იქნება, 400 კაცს 1 ექიმი ვერ აუვა, ამიტომ უმეტესობა ვცდილობთ გამოვიკვებოთ მაღაზიით და ამანათებით. სადამსჯელო დეპარტამენტი (პენიტენციური სამსახური) თავდაცვისთვის იყენებს არგუმენტს, რომ თანამშრომლე ბიც და ექიმებიც იკვებებიან აღნიშნული სასადილოდან, თუმცა მალავს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, სტაფისთვის საკვები მზადდება ცალკე და მაღალი ხარისხით, არ ამზადებენ 3 600 ულუფასთან ერთად არამედ ცალკე 300 ადამიანისთვის, ადმინისტრაცია თავისთვის ცუდს არ დაემზადებინებს. და ბოლოს, თუ გაშუქდა აქედან რამე, პენიტენციური სამსახური ფბ პოსტს გამოაქვეყნებს სადაც დაწერს, რომ სანიტარიულ-ჰიგიენური  ნორმებ დაცულა. დაწერს იმას, რომ პატიმართა კვება შედგეილია ქიმების მიერ და მისი კალორაჟობას მიუთითებს (ჩემი საყვარელი თავის მართლება) და ბოლოს ის რომ აჟიტირებულები ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას, მაგრამ მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომელიმე უწყება აღიარებს იმას, რომ დალაგებული არ აქვს რაღაც-რაღაცეები? თუ მე ვცრუობ, მაშინ საპირისპირო დაამტკიცონ, იქნებ ცილს ვწამ? 

თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ დამეკონტაქტეთ, არსად მეჩქარება 2 წელი მოცლილი ვარ კიდე".


close დახურვა