logo
ENG



გერმანიის საელჩო: დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას

27 სექ 202610:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/27/lyszftzl47ikuri.png

დღე, რომელიც თაობებს აერთიანებს, არსებობს თარიღები, რომლებიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში ღრმად იბეჭდება, 27 სექტემბერი საქართველოსთვის ასეთი დღეა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც დაკარგული სამშობლოს, დანგრეული ცხოვრების და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი კვლავ იგრძნობა მრავალ ოჯახში, მათ შორის იმ თაობაშიც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული.

„დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას. გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება“, – ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა