ევროკომისია ავითარებს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ბლოკში გაწევრიანების მსურველ ოთხ მოწინავე კანდიდატ ქვეყნას მკაფიო და ეტაპობრივი გზა შესთავაზეს. პოლიტიკური და ტექნიკური დეტალების თანახმად, მიზნობრივი „საგზაო რუკები“ მუშავდება მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის და ალბანეთისთვის, რათა ათწლეულების განმავლობაში გაწელილი პროცესი დაჩქარდეს.
ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს მიდგომა მიზნად ისახავს კანდიდატებს ზუსტი ვადები და მკაფიო პრიორიტეტები შესთავაზოს, თუ ისინი აუცილებელ რეფორმებს წარმატებით დაასრულებენ.
ახალი გეგმები ნათელს გახდის, თუ ზუსტად რა მოეთოვება თითოეულ სახელმწიფოს, ხოლო მოქმედ წევრებს გარკვეულ ვალდებულებებს დააკისრებს. დოკუმენტში გათვალისწინებულია ვადები იმ რეფორმების ჯგუფების დასრულებისთვის, რომლებსაც მოლაპარაკებების „კლასტერებს“ უწოდებენ.
თუმცა, აღნიშნული გეგმები არ გავრცელდება იმ ქვეყნებზე, რომელთა განაცხადები დემოკრატიული და სასამართლო უკუსვლის გამო შეჩერებულია, ან პროცესის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან.ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ გაფართოება ამჟამად გეოპოლიტიკურ აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა პროცესი მკაცრ მარიტოკრატიულ მიდგომასა და ფუნდამენტურ ცვლილებებს ეფუძნება.
