ე.წ. კასრების საქმეზე მეგის ქარდავას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, რომელსაც ამ საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.
ქარდავას ე.წ. კასრების საქმეზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.
