კიევის ცენტრში, რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა ერთი ქალი, ოთხი ადამიანი კი დაშავდა.
ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი განცხადებით, დაშავებულთაგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული დრონი შევჩენკოს რაიონში, არასაცხოვრებელ შენობას დაეცა. კიევის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, შემთხვევის ადგილს არ მიუახლოვდნენ და საგანგებო სამსახურების მუშაობას ხელი არ შეუშალონ.
