რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მძიმე ვითარებაა — მარტოხელა დედა სამი შვილით საცხოვრებლის გარეშე რჩება. ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით ადგილზე აღსრულების პოლიციაა მობილიზებული.
საქმე ეხება 2015 წელს აღებულ სესხს, რომლის გამოც საცხოვრებელი ბინა აუქციონზე გაიყიდა, ახალი მფლობელი კი უძრავი ქონების დაცლას ითხოვს.
როგორც ეკა მაღალაშვილი აცხადებს, ის ამჟამად უმუშევარია, ბინა კი წლების წინ დედამთილმა და მეუღლემ ჩადეს ბანკში, რის შესახებაც თავად არ იცოდა. ოჯახი მიუთითებს, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ და ბინის დატოვებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.
მარტოხელა დედა დროს ითხოვს იმისათვის, რომ ახალი მეპატრონისგან ბინის გამოსყიდვა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს ოჯახის ძალისმიერი მეთოდებით გამოსახლება მოუწევთ.
თავდაპირველად, ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა.
