logo
ENG



ტაილანდში წყალდიდობამ 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

29 სექ 202613:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/29/bhnbhdgo3tca30x.png

ტაილანდში, განსაკუთრებით დედაქალაქ ბანგკოკში, მძიმე სტიქიური ვითარებაა. გასული კვირის განმავლობაში მოსულმა ინტენსიურმა ნალექმა, რომელმაც ორ-სამ დღეში 320 მილიმეტრი შეადგინა, მთელი კვარტლები დატბორა და სადრენაჟო ქსელი სრულად გადატვირთა.

სტიქიის შედეგად ქვეყნის მასშტაბით უკვე 20-ზე მეტი  ადამიანი დაიღუპა, ხოლო 580 000-ზე მეტი სახლი დეფორმირდა. დედაქალაქის მძიმედ დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობა წელამდე წყალში გადაადგილდება, ხოლო ბანგკოკმა 234 საევაკუაციო ცენტრში თითქმის 6 000-მდე ადამიანი გადაიყვანა.

საინფორმაციო სამსახურის  ცნობით, დატბორილ ტერიტორიებზე მცხოვრები 80 000-ზე მეტი მოქალაქე სახლებიდან ვერ გამოდის, რისთვისაც ადგილზე მობილური სამზარეულოები და ნავებია მობილიზებული.

ექსპერტების შეფასებით, წყალდიდობამ შესაძლოა ქვეყნის მასშტაბით არანაკლებ 11 მილიარდი ბატის ანუ 327 მილიონი დოლარის ეკონომიკური ზარალი გამოიწვიოს, რამაც შესაძლოა ქვეყნის წლევანდელი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0.3 პროცენტული პუნქტით შეამციროს, ხოლო აღმოსავლეთ პროვინციებში ადიდებული წყალსაცავების ფონზე მოსახლეობის დამატებითი ევაკუაცია გრძელდება.


close დახურვა