logo
ENG



ღუდუშაური ირანის ელჩზე: ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას

29 სექ 202615:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/29/1c3t0ir8xg6f0lb.png

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩის განცხადებაზე რეაგირება საგარეო უწყების მოვალეობაა.

"ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით რეალობაც. და თუ ვიცით ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახაა, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაც. ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება.

ცალსახაა, რომ ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს, რაც არის და რაც ვიცით, ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ეს ვერ და არ იქნება...

ველოდებით და, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას", - თქვა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, ალი მოჯანიმ (Ali Moujani) საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, თბილისში ირანის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის წმინდა გამოსახულებით განათდა. როგორც ელჩი აღნიშნავს, ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება, არამედ ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებაც დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

ალი მოჯანი აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს ეხება. 


close დახურვა