logo
ENG



აუდიტი „იმედის“ ფუნქციონირებას ეჭვქვეშ აყენებს და ტელეარხის მძიმე ზარალზე საუბრობს

30 სექ 202620:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/30/35rkivk38dq8ksv.png

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა პროსახელისუფლებო ტელევიზიამ, „ტელეიმედმა“ 2025 წელი 497.2 მილიონი ლარის ჯამური ზარალით დაასრულა.

კერძო აუდიტორული კომპანია „ბესტ აუდიტის“ ანგარიშის თანახმად, წინა წლებში დაგროვილ თანხას 2025 წელს კიდევ 43 მილიონი ლარი დაემატა, რაც, სხვა ფინანსურ ვალდებულებებთან ერთად, აუდიტორებში იმის თქმის საფუძველს ქმნის, რომ კომპანიის მომავალ საქმიანობასა და ფუნქციონირებას არსებითი ეჭვი ემუქრება.

გავრცელებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ტელეკომპანიას მნიშვნელოვანი ოდენობის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხები აქვს, საიდანაც უდიდესი ნაწილი — დაახლოებით 358.6 მილიონი ლარი — ტელეკომპანიის აქციონერებისა და დაკავშირებული მხარეებისგან არის აღებული.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებები 34.8 მილიონ ლარს აღწევს, ხოლო პერსონალის შენარჩუნებაზე (841 თანამშრომელი) წლიურად 40.5 მილიონი ლარი იხარჯება, ტელეარხის მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ დაკავშირებული მხარეები სესხების დაფარვას დაუყოვნებლივ არ მოითხოვენ და კომპანია ლიკვიდურობის პრობლემებს მომავალშიც წარმატებით გაუმკლავდება.


close დახურვა