logo
ENG



ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ექვს თვეში 12 615 ქართველი გამოაძევეს

30 სექ 202622:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/30/2q1vvs33g51fbq2.png

ევროსტატის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული ახალი მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში — იანვრიდან ივნისის ჩათვლით — ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში 12 615 მოქალაქე დააბრუნეს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში (იანვარ-მარტში) ევროკავშირიდან 10 475 ქართველი გამოაძევეს, რითაც საქართველო თურქეთის (13 405) შემდეგ მეორე ადგილზე იყო.

მეორე კვარტალში (აპრილ-ივნისში) ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და ქვეყანაში კიდევ 2 140 მოქალაქე დააბრუნეს. მიუხედავად მეორე კვარტალში შემცირებული ციფრისა, საერთო ჯამში, ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები კვლავ ლიდერ პოზიციებზე რჩებიან ევროკავშირიდან რეადმისიის მაჩვენებლებით.


close დახურვა