logo
ENG



ნინო ლომჯარიამ პატიმარზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა შეაფასა

02 ოქტ 202616:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/02/ox2ijmxmm1d1ayv.png

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პატიმართა მიმართ სავარაუდო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხმაურება. მისი შეფასებით, მსგავსი ქმედებები სერიოზულ საერთაშორისო და სისხლის სამართლებრივ სტანდარტებს არღვევს.

როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, სხეულის შემოწმების პროცესში პატიმრისთვის სექსუალური შინაარსის დამცინავი ან მუქარის შემცველი ფრაზების მიმართვა, პროცესისთვის სექსუალური კონტექსტის მიცემასთან ერთად, ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს.

„თუ სხეულის შემოწმების დროს პატიმარს მიმართავენ სექსუალური შინაარსის დამცინავი, ან მუქარის შემცველი ფრაზებით, შემოწმების პროცესს აძლევენ სექსუალური შინაარსის კონტექსტს, აღნიშნული სულ მცირე წარმოადგენს არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხოლო თუ ამ ყველაფერს ახლავს სხეულის ნაწილში შეღწევა, იგი უკვე გაუპატიურების სტანდარტს აღწევს“, — აცხადებს ყოფილი ომბუდსმენი.

განცხადებაში ყოფილი სახალხო დამცველი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასაც ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს იმ გარემოებებს, რაზეც მსჯავრდებული ან ბრალდებული სასამართლო სხდომაზე საუბრობს.


close დახურვა