საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და მოსალოდნელი ლიპყინულის წარმოქმნის გამო, თუშეთის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა იზღუდება.
კერძოდ, მოძრაობა იზღუდება ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთებზე.
"ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე დასაშვებია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ12-კმ38 და კმ46-კმ72 მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
