ეფექტი ექნება ნული! ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით? - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, "ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების: გაერთიანების, ALDE Party-ის მოწოდებას ევროკავშირის მიმართ მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
"ეფექტი ექნება ნული! ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით? როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან და მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, რომ შანსი აქვთ ნული. ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება. ჩვენთვის მთავარია, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დაიცვას - ეს არის მთავარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
