logo
ENG



ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო

05 ოქტ 202617:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/05/5qnhf91cskqkbej.png

ევროკავშირის ეკონომიკური "ზრდის გეგმის" ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო.

თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება EU-მოლდოვის ასოცირების საბჭოს მეათე სხდომაზე გამოცხადდა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ეს "ზრდის გეგმის" პროგრამის ფარგლებში მოლდოვისთვის რიგით მესამე გადარიცხვაა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ მოლდოვასთან უახლოეს მომავალში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნა იგეგმება.

" მოლდოვამ ამ თანხის მისაღებად მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, შესაბამისად, დაფინანსება კონკრეტული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. ახლა კი ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ, რათა "ზრდის გეგმამ" რეალური და ხელშესახები ცვლილებები მოიტანოს.

ჩვენ უკვე გავხსენით მოლაპარაკებების ორი კლასტერი და უახლოეს მომავალში კიდევ ორის გახსნას ვგეგმავთ...

რეფორმები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. სასამართლო რეფორმა და კანონის უზენაესობის განმტკიცება ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. მეორე მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ მოლდოვის ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე", - აღნიშნა კოსმა.

 


close დახურვა