logo
ENG



ზურაბ აბაშიძე ბოსნიაში, ჩრდ.მაკედონიასა და ალბანეთში არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა

06 ოქტ 202613:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/06/wye8cjdbevk6jak.png

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საგარეოს განმარტებით, აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს.

"წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; ასევე, იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა