მარტა კოსის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ასახული იქნება ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებელ გაფართოების ანგარიშში, ხოლო ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომავალი დამოკიდებულია როგორც ადგილზე არსებულ ვითარებაზე, ისე წევრი ქვეყნების შეფასებებზე. ამ საკითხზე დღე მარტა კოსმა ევროპარლამენტშ ისაუბრა.
„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა.
ქვეყანასთან როგორც გავაგრძელებთ, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, წევრი ქვეყნები როგორ შეაფასებენ კანდიდატის მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც ქვეყანაში (საქართველოში) ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს“
