logo
ENG



პოლონეთში კოლეჯის სტუდენტმა 8 ადამიანი დაჭრა — თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

07 ოქტ 202620:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/07/qltn7iolrl8e2m0.jpeg

პოლონეთში, ოსტროლენკას პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში 19 წლის სტუდენტი თანაკურსელებსა და პედაგოგებს ბასრი საგნით თავს დაესხა, რის შედეგადაც სულ რვა ადამიანი დაშავდა — მათ შორის ოთხი სტუდენტი, ორი პედაგოგი და ორი შემთხვევითი გამვლელი (მამა-შვილი).

სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელმა ინციდენტის დროს თავადაც მიიღო დაზიანებები, თუმცა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა, სანამ პოლიცია მას მოგვიანებით ქალაქში დააკავებდა.

ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ორი მათგანის მდგომარეობა ექიმების შეფასებით მძიმეა.

თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებული ეჭვმიტანილი ბადრაგის მეთვალყურეობით საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო თავად სასწავლო კორპუსიდან სტუდენტების ევაკუაცია განხორციელდა და შენობა დაიხურა.

ცნობისთვის, 50 ათასზე მეტი მცხოვრებისგან შემშდარი ქალაქი ოსტროლენკა მაზოვიეცკის სავოევოდოში მდებარეობს, რომლის ცენტრიც ვარშავაა.

 


close დახურვა