logo
ENG



უკრაინამ რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა

09 ოქტ 202615:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/09/3iz9j0gbt3esn76.jpg

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის საზღვრიდან 1 900 კილომეტრით დაშორებულ უხტას ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე.

ზელენსკის განმარტებით, უხტაში მდებარე სამიზნეზე იერიში An-196 RS ტიპის დრონებით მიიტანეს, რომლებსაც 2 500 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ. ხოლო ომსკის ქარხნის წინააღმდეგ FP-6 ტიპის (მოდიფიცირებული „FP-1“) უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. ამასთანავე, პრეზიდენტის თქმით, დაზიანდა რუსული მხარის კიდევ ერთი მონაცემთა ცენტრი. ზელენსკიმ აღნიშნული ოპერაციები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების სიმეტრიულ და მაღალზუსტ პასუხად შეაფასა.


close დახურვა