ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა. ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით ქვეითი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი დაკავებულია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
