საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, უპასუხა კითხვას - ხედავს თუ არა ის საქართველოს მთავრობისგან მზაობას აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან.
ჰერჩინსკის თქმით, ყველა მოწოდება ევროინტეგრაციის გზაზე უგულებელყოფილია საქართველოს მთავრობის მხრიდან.
ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ნაცვლად რეფორმებისა, ევროკავშირზე თავდასხმა ხორციელდება.
"სამწუხაროდ, მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს. საშუალება მომეცით შეგახსენოთ, რომ საბჭოს პირველი დასკვნები, რომლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს კურსი შეეცვალა, გამოქვეყნებული იყო 2024 წლის ივნისში. უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით...ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილ იქნა.
პირიქით, როგორც ცოტა ხნის წინაც წავიკითხე, ბოლო დღეებში უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტზე, ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებზე. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა", - თქვა ჰერჩინსკიმ.
