logo
ENG



რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდა

11 ოქტ 202610:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/11/an71xya1qvorlc6.png

რუსეთის ქალაქ ვლადიმირში დრონებით თავდასხმის შედეგად კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა სრულად შეჩერდა. კომპანიის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას „ტასი“ ტელეგრამზე ავრცელებს.

მანამდე შეფერხებები დაფიქსირდა „იანდექსის“ ონლაინსერვისშიც, რომელიც მონაცემების შენახვისა და პროგრამების მუშაობისთვის გამოიყენება.

კომპანიის ცნობით, შეფერხებები შეეხო ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ „ალისას“ ფუნქციების ნაწილსაც - მომხმარებლებს პასუხები შესაძლოა დაგვიანებით მიეწოდებოდეთ. შეფერხებები მოსალოდნელია „იანდექსის“ ჭკვიანი დინამიკების მუშაობაშიც.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ტექნიკური პრობლემები მონაცემთა ცენტრების დაზიანებას უკავშირდება.


close დახურვა