logo
ENG



რიადის აეროპორტზე ჰუსიტების განმეორებით სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

12 ოქტ 202610:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/12/5ou5ty8m7gblnmn.png

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.

მომხდარს წინ უძღოდა გასულ კვირას საუდის არაბეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც იემენის სამთავრობო ძალების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. საპასუხოდ, ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ აპირებენ დარტყმების გაგრძელებას საუდის არაბეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ამ ეტაპზე საუდის არაბეთი იემენის სამთავრობო ძალებს ძირითადად საჰაერო დარტყმებით ეხმარება და საკუთარი სახმელეთო ჯარების ფართომასშტაბიანი ჩართვისგან თავის შეკავებას განაგრძობს.


close დახურვა