logo
ENG



ორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება

13 ოქტ 202614:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/13/cqs59zohin3figh.png

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება.

"სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო.

ცვლილების მიხედვით, ყა­და­ღას არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და შე­დე­გად აღ­სას­რუ­ლებ­ლად არ მი­ექ­ცე­ვა ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბის და ბავ­შვის მოვ­ლის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­სა­ცე­მი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა.

დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ზე გა­სა­ცე­მი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ოდე­ნო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია ჯა­მუ­რად - არა­უ­მე­ტეს 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ვა­ლე ორ­სუ­ლის/მშობ­ლის მი­მართ სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჩა­რი­ცხუ­ლი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის თან­ხა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.


close დახურვა