აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, თუმცა მათ არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას.
„მხოლოდ მოლაპარაკებების გამოცდილების საფუძველზე. მთელი ჩემი ცხოვრება გარიგებების დადებას ვუთმობდი. ვფიქრობ, პუტინსაც სურს [ომის დასრულება]... ვფიქრობ, ორივეს სურს მისი დასრულება.
მათ შორის დიდი სიძულვილია. ორივეს სურს ომის დასრულება. მათ არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას. ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას 13 ოქტომბერს.
ტრამპს ჰკითხეს, რატომ არის დარწმუნებული, რომ პუტინს ომის დასრულება ზელენსკიზე მეტად სურს.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა მასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევის სურვილი გამოთქვა.
