logo
ENG



ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა - დაგეგმილია შეხვედრები მეფე ჩარლზ III-სა და ენდი ბერნემთან

14 ოქტ 202616:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/14/oba915xxdr4ziya.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს მეფე ჩარლზ III-სა და პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან.

„ჩემს გუნდთან ერთად უკვე გაერთიანებულ სამეფოში ვიმყოფები. დღეს შეხვედრა მექნება მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-თან. ასევე გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, შეხვედრებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს განიხილავენ.

„ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაგვაძლიერებს. მადლობას ვუხდი მეფეს, პრემიერ-მინისტრსა და მთელ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის!“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.


close დახურვა