logo
ENG



მიხაილ ფედოროვი: Starlink-მა უკრაინაში მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

14 ოქტ 202623:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/14/r8yf5jnv3isf5mv.png

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა განაცხადა, რომ სპეციალურ სამხედრო პაკეტ Starshield-ზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ის ინტერნეტ-კავშირი ნაწილობრივ აღდგა და სიჩქარე 160 კმ/სთ-მდე გაიზარდა.

ფედოროვის თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს უკრაინულ დარტყმით და გადამჭერ დრონებს, კვლავ განახორციელონ საბრძოლო მისიები, თუმცა თავდაცვისუნარიანობისთვის შეზღუდვების სრული მოხსნაა საჭირო.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მიხაილ ფედოროვი წერს: 

„Starlink-ის დაკავშირებულობა 160 კმ/სთ-მდე აღდგენის პროცესშია. Starshield-ისთვის სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. მადლობა, ილონ მასკო. თქვენი შემდგომი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.“


close დახურვა