logo
ENG



ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ

16 ოქტ 202618:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/16/vu51g4iasillorg.png

ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე "კაწრო" და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

სხდომას ესწრებოდა სამივე ბრალდებული.

ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან. 

დაცვის მხარე ბრალდებულების 3 000-3 000ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. 

15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბერა ივანიშვილის მეგობრად ცნობილი ავთო ბილანიშვილი "კაწრო" და ვატო ყიფიანი დააკავეს.

დაკავებულებისთვის წარდგენილი ბგრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა