logo
ENG



სააკაშვილი: ეკლესიაში განვითარებული მოვლენები, ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი

31 ოქტ 201918:25
3 წუთის საკითხავი
 
hr3mu55oxj9dkc7.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი წმინდა სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ბიძნა ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან.

„ეკლესიაში განვითარებული მოვლენები, ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები. ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება," - განაცხადა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.  

ამის შემდეგ მეუფე პეტრე პატრიარქი შემდეგი სიტყვებით დაადანაშაულა: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე."


close დახურვა